Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 06/11/2025 - 18/11/2025

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას დასაკუთრებული აქტივების რეალიზაციის მენეჯერის პოზიციაზე.

 

 

მდებარეობა: მცხეთა (წიწამური) - დიღმის ტერიტორიიდან კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ტრანსპორტირებას

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

·      ჯანმრთელობის დაზღვევას;

·      დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;

·      თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.

 

 

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები: 

 

·      სარეალიზაციო აქტივების აუქციონის ორგანიზება;

·      სარეალიზაციო აქტივების რეესტრის წარმოება;

·      პოტენციური მყიდველის მოძიება, მათთან კომუნიკაცია და სისტემაში რეგისტრაცია;

·      მყიდველისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;

·      მიღებული ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში, შიდა პროცედურების მიხედვით;

·      ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

 

·      სასურველია უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ბიზნესის, ეკონომიკის და/ან მომიჯნავე სპეციალობების მიმართულებით);

·      აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;

·      სასურველია სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვების და/ან აქტივების რეალიზაციის მიმართულებით;

·      ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;

·      Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

 

 

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები: 

 

·      ეფექტური კომუნიკაცია;

·      სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;

·      ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;

·      დროის ეფექტურად მართვა;

·      გუნდური მუშაობა.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<