მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, განვადების ოფიცრის პოზიციაზე
· სამუშაო ადგილი: თბილისი
· განაკვეთი: სრული
პოზიციის შესახებ:
განვადების ოფიცრის მთავარი ამოცანაა „კრისტალის“ ფინანსური პროდუქტების პოპულარიზაცია, პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის ცნობადობის გაზრდა რეგიონში.
ჩვენ გთავაზობთ:
პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
პოტენციური კლიენტებისათვის პირობების გაცნობა;
კომპანიის ცნობადობის გაზრდა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);
დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
საშუალო ან პროფესიული განათლება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
მიზანდასახული და ენერგიული;
დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული.
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ განაცხადი 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
>>სარეგისტრაციო ბმული <<