მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე აღმოსავლეთ საქართველოში
ქალაქები: თელავი, ლაგოდეხი, გურჯაანი, წნორი, დედოფლისწყარო, ყვარელი, საგარეჯო, მარნეული, გარდაბანი, რუსთავი, თბილისი, დუშეთი, ქარელი, კასპი, ბორჯომი, ხაშური, ჩხოროწყუ, წალენჯიხა
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
პოზიციის შესახებ
პოზიცია მოიცავს კომპანიის მომხმარებელთან აქტიურ კომუნიკაციას, მათთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას, მიკრო სესხების (აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო) დამუშავებასა და გაცემას, ინფორმაციის ანალიზსა და კომიტეტზე წარდგენას. პოზიცია მოითხოვს როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ მუშაობას, ორგანიზებულობას, ანალიტიკურ აზროვნებას და დამარწმუნებელ კომუნიკაციას, სესხის გაცემის პროცესის სრულ ადმინისტრირების უზრუნველყოფას.
პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად არ არის აუცილებელი შესაბამისი გამოცდილების ქონა — მთავარია გქონდეთ ინტერესი, მოტივაცია, სწავლის სურვილი და იყოთ მიზანდასახული.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებაში მონაწილეობა;
- განაცხადის შევსების უზრუნველყოფა და შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით გადამოწმება;
- მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- დამუშავებული იფნორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
- კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
- შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და კლიენტისთვის გაცნობა;
- სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე,
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.
>> სარეგისტრაციო ბმული <<