პოზიციის დასახელება
უფროსი სპეციალისტი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში (სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროსა“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების მიმართულება)
კონკურსის ტიპი - ღია კონკურსი
ორგანიზაცია - სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია - მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა 22.06.2025
თანამდებობრივი სარგო: 2044 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე
ფუნქციები
• მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა, მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე განცხადებების მიღება, უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განმარტება;
• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის გადაგზავნა;
• ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება;
• საჭიროების შემთხვევაში, დამზადებული დოკუმენტების გადაცემა უფლებამოსილ პირებზე;
• დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
• ტერიტორიული ორგანოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება - ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
საკონკურსო თემატიკა
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციის, საქმიანობისა და სერვისების შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2024 წლის 31 იანვრის №259/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი“;
- საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, 1-ლი – მე–4 მუხლები;
- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 06 მაისის №24 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანება „„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 ნაწილი; მე-2 მუხლის მე-5, მე-7, მე-8 და მე-9, მე-14, 141 , 142 , 15, 16, 161 ნაწილი; მუხლი 22 , 153 მუხლის 1,2,3 ნაწილი, 154 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები).
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანება „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანება „„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ 41-ე და 42-ე მუხლები;
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის №165/ს ბრძანება „საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ“ სამსახურებრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი - .თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები 599 755 875
საკონტაქტო პირი - ანი მამულაშვილი
დამატებითი მოთხოვნები
• უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის განხრით);
• აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში მუშაობის, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
• კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა.
კომპეტენციები:
• გუნდური მუშაობა;
• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
• შედეგზე ორიენტირებულობა;
• დამოუკიდებლად მუშაობა;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• დროის ეფექტიანი მართვა.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული