Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დებარეობა/Location: სათავო ოფისი

 

სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი

 

კომპანიის აღწერა

თიბისი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის შეუცვლელი ნაწილია. 

 

ჩვენი მრავალფეროვანი მომსახურება მოიცავს როგორც ციფრულ, ისე - ფიზიკურ სივრცეს. თიბისის თითოეული პროდუქტი გათვლილია მომხმარებლის თანამედროვე საჭიროებებზე.

 

ჩვენი მისიაა გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება.

 

სამუშაოს აღწერა

ფაქტორინგის გუნდი პასუხისმგებელია ფაქტორინგის სერვისების სრული ციკლის მართვაზე, კლიენტის საჭიროებების ანალიზიდან დაწყებული, პროდუქტის შექმნით, დანერგვითა და შემდგომი მონიტორინგით დასრულებული. გუნდი ფუნქციონირებს ვაჭრობის ფინანსირების და ფაქტორინგის დეპარტამენტის შემადგენლობაში, რომელიც მოიცავს ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებული ყველა პროდუქტის მართვას. გუნდი აქტიურად თანამშრომლობს როგორც შიდა სტეიკჰოლდერებთან, ისე კლიენტებთან, ხელს უწყობს ბაზარზე ცნობიერების ამაღლებას და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფაქტორინგის პროდუქტის განვითარებას როგორც ბანკის შიგნით, ისე - ბაზრის მასშტაბით. 

 

შენ, როგორც სტაჟიორი: 

  • ჩაერთვები ფაქტორინგის პროდუქტის გაცემის პროცესში; 
  • ჩაერთვები გაცემული ფაქტორინგის საკომისიოს მიღების პროცესში; 
  • ჩაერთვები ფაქტორინგის პროდუქტის დაფარვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში  კომუნიკაცია გექნება დაფარვასთან დაკავშირებით შიდა და გარე სტეიკჰოლდერებთან; 
  • ჩაერთვები ვადამოსული ფაქტორინგების დაფარვის ვადების მონიტორინგში; 
  • იმუშავებ ფაქტორინგის პროდუქტის დიჯიტალ პლატფორმაზე; 
  • ჩაერთვები ფაქტორინგის პორტფელის ანალიზში, მოამზადებ სხვადასხვა რეპორტს ბანკში არსებული სტანდარტების  შესაბამისად; 

 

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: 

  • ხარ მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; 
  • ხარ ენერგიული; 
  • გაქვს კარგად გამოხატული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი - შეგიძლია დაამყარო ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებთან და კლიენტებთან; 
  • არ გეშინია გამოწვევების და ხარ მიზანდასახული; 
  • კრიტიკულ სიტუაციებში შეგწევს უნარი, სწრაფად მოაგროვო ინფორმაცია, მიიღო გადაწყვეტილება / ან მოამზადო შესაბამისი პირისთვის სრული ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად; 
  • გაქვს უნარი სიახლესა და ცვლილებაში დაინახო ახალი შესაძლებლობები;     
  • ხარ პროაქტიული და არ ელოდები სხვის მითითებებს; 
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული, სწორად განსაზღვრავ პრიორიტეტებს და ყოველთვის გაქვს კონკრეტული გეგმა დასახული მიზნების მისაღწევად. 
  • გაქვს უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • ფლობ ინგლისურ  ენას მაღალ დონეზე; 
  • გაქვს MS Office-ს პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel/Word/PowerPoint); 

 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

 

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

 

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული