Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დასაქმების ახალი შესაძლებლობები თსუ პროფესიული სტუდენტებისთვის

თსუ პროფესიული განათლების ცენტრში (ქუთაისი) პროფესიული პროგრამის „საფინანსო სერვისები“ სტუდენტებისთვის სს „კრედო ბანკმა“ ტრადიციული ღია კარის დღე გამართა. ბანკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ეთუნა ქობალიამ და ანა წულუკიძემ სტუდენტებს ბანკის შესახებ დეტალური ინფორმაცია და დასაქმების ახალი შესაძლებლობები გააცნეს. სს „კრედო ბანკი“ 2024 წელსაც, წინა წლების მსგავსად, რამდენიმე სტუდენტის დასაქმებას გეგმავს.

 

პროგრამის ხელმძღვანელის ხათუნა ტყეშელაშვილის განცხადებით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრი რამდენიმე წელია თანამშრომლობს „კრედო ბანკთან“ და ყოველწლიურად ბანკში დასაქმებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა რაოდენობა იზრდება. მისივე თქმით, ამჯერადაც შეხვედრაზე იყო შეთავაზებული საინტერესო ვაკანსიები და საბანკო სექტორში კარიერული განვითარების შესაძლებლობები. „შეხვედრის შემდეგ თითოეულ დაინტერესებულ სტუდენტს შეეძლება საკუთარი რეზიუმე გაგზავნოს ბანკში და მიიღოს შეთავაზება დასაქმების თაობაზე,“- აღნიშნა პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელმა.

 

ღია კარის დღეს სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისი) წარმომადგენლები და პროფესიული მასწავლებლები.

თარიღი: 18/03/2024