მიხეილ მოსულიშვილი

დაბადების თარიღი: 10/12/1962
პროფესია: გეოლოგი, მწერალი

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ამასთან 1981—1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია (ერლომ ახვლედიანის და დავით აგიაშვილის სახელოსნო). 1986—1991 წლებში მუშაობდა საქართველოს გეოლოგიურ-გეოფიზიკური ექსპედიციაში ინჟინერ-გეოლოგად. იყო გაზეთ "საქართველოს" კორესპონდენტი, გაზეთ "ერისიონის" მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1994—1996 წლებში მსახურობდა საქართველოს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოში უფროსი ლეინტენანტის წოდებით. 1996—2004 წლებში იყო ჟურნალ "ცისკრის" კრიტიკის განყოფილების გამგე. შემდეგ "იმედი-ჰოლდინგის" ჟურნალ "იმიჯის" ლიტერატურული თანამშრომელი. ამასთან სხვადასხვა ტელეკომპანიებისთვის ("რუსთავი-2" და "მზე") თარგმნიდა მხატვრულ ფილმებს რუსულიდან და ინგლისურიდან. 2004-2009 წლებში ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მოწვეული რედაქტორი. 2009-2010 წლის იანვრამდე თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ "სამხედროს" რედაქტორი. 2007 წელს იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის – "გალას" ჟიურის წევრი. პირველი მოთხრობა "ტყის კაცი" გამოქვეყნდა ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათში". გამოცემული აქვს პიესებისა და თარგმანების ოცამდე წიგნი. მისი პიესების მიხედვით დადგმულია სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, ასევე ტელევიზიასა და რადიოში. მ. მოსულიშვილის ნაწარმოებები თარგმნილია სხვადსხვა ენებზე და მათ დამსახურებული აქვთ ლიტერატურული პრემიები, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ბიბლიოგრაფია

მასზე




ბიოგრაფიის შეთავაზება
ელექტორნულ ენციკლოპედიაში განთავსებულია ბიობიბლიოგრაფიული მონაცემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ავტორთა შესახებ