სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციული მიმართულებით (რეაბილიტაციისა და პრობლემური აქტივების მართვის განყოფილებაში).
მდებარეობა: თბილისი; ა.ყაზბეგის გამზირი 12ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 10 თვე
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
· გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
· პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· კორესპონდენციების - წერილების მომზადება;
· ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობა;
· PRRL-დეპარტამენტისთვის საბუთების შეგროვება-მიწოდება;
· იურიდიული და ფიზ. პირების მომსახურებასთან დაკავშირებული კორესპონდენციების მართვა და დავალებების შესრულება;
· გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
· ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
· Microsoft Office პროგრამების ცოდნა საბაზისო-სამომხმარებლო დონეზე.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· გუნდური მუშაობის უნარი.
>> რეგისტრაცია <<