Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 05/11/2025 - 18/11/2025

BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა BDO Georgia-ს წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება: AML ასისტენტი
სამუშაო პირობები: თამშრომლობა გულისხმობს 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლებას

ფუნქცია/მოვალეობები:
• ფირმაში დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად AML პროცედურების შესრულება
• კლიენტების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია
• კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოგროვება და ფირმაში დადგენილი პროცედურების მიხედვით დაარქივება
• კლიენტების AML და რეპუტაციული რისკების შეფასება/ანალიზის პროცესში ჩართულობა
• უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
• სავალდებულოა იურიდიული მიმართულებით მუშაობის 6 თვემდე გამოცდილება/სტაჟირება, სასურველია AML-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
• სასურველია AML კანონმდებლობის ცოდნა
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი, ზეპირი კომუნიკაცია)
• ანალიტიკური აზროვნება
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
• დროის ეფექტურად მართვის უნარი
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: AML ასისტენტი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 18/11/2025
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.