Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ლობჟანიძე
ფილოლოგი, მთარგმნელი
დაბადების თარიღი 1974

ლობჟანიძე გიორგი დაიბადა 1974 წლის 20 თებერვალს ხაშურის რაიონის სოფ.ნაბახტევში.
მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
1996-1999წწ. სწავლობდა თეირანის (ირანი) სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით.
გიორგი ლობჟანიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთმცოდნე.
არის სამი პოეტური კრებულის ავტორი. თარგმნილი აქვს შუა საუკუნეებისა და არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში. მისი მთავარი ნაშრომია მუსლიმთა საღვთო წიგნის, ყურანის ქართული თარგმანი ვრცელი სამეცნიერო შესავლითა და კომენტარებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთმცოდნე.
2014 წელს საგურამოს პრემიის ლაურეატი.

ბუბლიოგრაფია
1.    არაბულის მასწავლებელი. ლექსები (ავტორი). - თბილისი, ვაჟა წოწკოლაური, 2013. – 134 გვ.
2.    თანამედროვე სპარსული დრამატურგია (მთარგმნელი). - თბილისი, არტანუჯი, 2013. - 316გვ.
3.    გოლესთანი (მთარგმნელი). - თბილისი, კავკასიური სახლი, 2010. - 296გვ.. -
4.    ბაბუაწვერების თაიგული : ლექსები (ავტორი). - თბილისი, კავკასიური სახლი, 2004. - 199გვ
 

თარიღი: 27/11/2023