Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ქართული ექსპედიცია კვიპროსზე

გასული წლის მიწურულს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის არქეოლოგთა მიერ კუნძულ კვიპროსზე უაღრესად საინტერსო ექსპედიცია განხორციელდა. მისი მიზანი კუნძულ კვიპროსზე ქართული კვალის მიკვლევა იყო.ალამინო, სადაც ქართული ექსპედიციის მიერ 5-26 ნოემბერს არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, კუნძულ კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ლარნაკას დასავლეთით 20 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. დაბალი ბორცვებით შემოსაზღვრულ სწორ მინდორზე, რომელიც ამჟამად სახნავ-სათესად გამოიყენება, ეკლესიის მცირე ნანგრევი იდგა. კვლევის მონაწილეების მიზანი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა ამ ადგილებში სამონასტრო ცხოვრება საერთოდ და რამდენად იყო დაკავშირებული იგი ქართველთა მოღვაწეობასთან.

თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები

diagaram
ჰარვარდის უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰარვარდის უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლა ოფიციალურად გაიხსნა.

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: ტექსტები და კონტექსტები"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია  თემაზე: „ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: ტექსტები და კონტექსტები “ ჩატარდა.

სამეცნიერო კონფერენცია „ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია „ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ ჩატარდა.