geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მომავალი მებაჟეების წარმატება ქუთაისში!

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულები და სტუდენტები მარიკა ივანიაძე, ნინია ლეჟავა, ერეკლე თავიდაშვილი, სოფო აბესაძე და გოჩა გაბუნია

 

საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის შეარჩიეს.

 

პროფესიული პროგრამის “საბაჟო საქმე” (ქუთაისი) 3 კურსდამთავრებული და 2 სტუდენტი საბაჟო გამშვებ პუნქტებზე “ქუთაისის აეროპორტები და თავისუფალი ინდუსტრიული ზონები” და „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა” გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას.

 

“დიდი სიამაყით მინდა გაგიზიაროთ ჩემი სტუდენტების წარმატება - 3 კურსდამთავრებული და 2 მოქმედი სტუდენტი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ანაზღაურებად სტაჟირებაზე აიყვანა ქუთაისისა და ფოთის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, მათი შემდგომი დასაქმებისაც ალბათობა მაღალია. ეს ჩემთვის დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი პროგრამა ნამდვილად ამზადებს კონკურენტუნარიან კადრებს სახელმწიფო სტრუქტურებისთვის”,-განაცხადა პროფესიული პროგრამის “საბაჟო საქმე” (ქუთაისი) ხელმძღვანელმა ლაშა ჩაკვეტაძემ.

თარიღი: 06/08/2026