„ვიანი“ აცხადებს განაცხადების მიღებას ინტერვიუერის ვაკანსიაზე თბილისში
„ვიანი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
§ კომპანიის მომხმარებლებთან სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით;
§ ჩატარებული ინტერვიუს შედეგად მოპოვებული ინფორმაციის პროგრამაში ასახვა და ინტერვიუს ნატარიული ნაწილის ტრანსკრიბირება;
§ კვლევითი ინტერვიუს დასრულების შემდგომ, ინფორმაციის პირველადი მოწესრიგება და გაზიარება დადგენილი ფორმით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
§ უმაღლესი განათლება, სასურველია სოციოლოგიის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
§ სასურველია გამოცდილება ინტერვიუერის პოზიციაზე;
§ MS Office პროგრამების ცოდნა (მნიშვნელოვანია Excel-ში მუშაობის გამოცდილება და Outlook Mail-ის გამოყენების ცოდნა);
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
§ ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
§ გამართული მეტყველება;
§ ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
§ თავაზიანობა და სერვისზე ორიენტირებულობა;
§ დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
§ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00-19:00 (შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე ან მოქნილი გრაფიკით მუშაობაც)
ანაზღაურება: საათობრივი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ნოემბერი, 2025
„ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
>> სარეგისტრაციო ბმული <<