სს „ვიანი“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას გადაუდაებელი დახმარების განყოფილებაში რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას #13 //ჭიაურელის 6;
გრაფიკი : 24 სთ მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს;
ანაზღურება : 900-1000 ლარი ხელზე ასაღები (მორიგეობის რაოდენობის მიხედვით);
ძირითადი მოვალეობები:
შემოსული პაციენტების რეგისტრაცია ყველა წესის დაცვით:
პაციენტის იდენტიფიკაცია და სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება;
პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში პირველადი შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
პაციენტის სტაციონარული ბარათის გახსნა, ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით და სავალდებულო (საიდენტიფიკაციო, სადაზღვევო) დოკუმენტაციის ჩადება;
პრობლემური სიტუაციების მართვა (უკმაყოფილო პაციენტების მოსმენა, დამშვიდება და უმართავი, მოუგვარებელი სიტუაციის შემთხვევაში პაციენტის ან მისი მეურვის გადამისამართვება შესაბამის სამსახურთან;
სხვა ფუნქცია–მოვალეობები უშუალო უფროსისა და კოორდინატორი მენეჯერების დავალების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 ოქტომბერი, 2025
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ iashvilicareer@vian.health აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.