BDO Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებაში
BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით,
რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა, BDO Georgia-ს წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება კომპანიებს უწევს საბუღალტრო და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას. ბუღალტრის პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს მოუწევს მის პორტფელში არსებული კლიენტი კომპანიებისთვის საბუღალტრო მომსახურების გაწევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ანაზღაურებადი სტაჟირება, ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება
სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება 13:00 – 14:00
6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
აღწერა
ფუნქცია/მოვალეობები:
• ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში
• ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად წყაროსთან
• სამუშაო ფაილების აწყობა/გადაწყობა/დადარება Excel - ის პროგრამაში
• სტაჟირების პროგრამით გათვალისწიებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
• განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-3
და მე-4 კურსის სტუდენტებიც)
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
• MS Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• გუნდურად მუშაობის უნარი
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ანაზღაურებადი სტაჟირება - ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 01.04.2026