კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში:
„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სტაჟირების ვადა : 6 თვე;
ანაზღაურება: 750 ლარი (Gross);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);
- MS Office-ის ცოდნა;
- სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორია;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ჩართულობა;
- კორპორატიულ/საცალო მომხმარებლების მონაცემთა ბაზების განვითარების ორგანიზება და პერიოდულად ინფორმაციის განახლება გუნდთან ერთად;
- მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისგან გამომდინარე წინადადების მომზადებაში ჩართულობა; შეთავაზება და შემდგომი ვიზიტის დაგეგმვა ხელმძღვანელთან ერთად;
- მომხმარებლების მოზიდვის შესახებ იდეების გენერაცია, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
- არსებული ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მარკეტინგული აქტივობების, კამპანიების და სარეკლამო მასალების დაგეგმვის/ აღსრულების პროცესში ჩართულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
გისურვებთ წარმატებებს!
>>სარეგისტრაციო ბმული <<