
ზურაბ შევარდნაძე
ბიოლოგი
დაბადების თარიღი 1979
ბიოლოგი, ბოტანიკოსი, მებაღე, გარდენია შევარდნაძის ავტორი.
ზურაბ შევარდნაძე დაიბადა 1979 წელს, ქ. ოზურგეთში.
2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.მიღებული აქვს ბიოლოგიის მაგისტრის დიპლომი.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში.
2000-2004 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტში, Rheinische Friedrich-Wilhelms-Universität Bonn.
2004 წლიდან, საქართველოში დაბრუნებულმა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე წამოიწყო ახალი კონცეფციის ბაღის მშენებლობა.
ადგილობრივი ენდემური ჯიშების მნიშვნელობის შესახებ წარმოებული კვლევის საფუძველზე აწარმოებს სელექციური ჯიშების გამოყვანას.
2011 წლიდან დღემედე ზურაბ შევარდნაძე არის საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის დირექტორი;
წლების განმავლობაში, ზურაბ შევარდნაძის მოპოვებული და დამუშავებული მასალებით შეიქმნა წიგნები:
"ბაღში, როგორც სცენაზე" (2018).
"მაი როის იქნება" (2021).
ძველი გურულები: გურული მონათხრობები (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2022. - 272გვ.. - ISBN: 9789941501043
ვინ მყავს უფროსი: ქართული ზეპირსიტყვიერება და ღორჯომის ხეობელთა ნაივური ნაქარგობანი : ალბომი (ავტორი). - თბილისი, სეზანი, 2022. - 276გვ.. - ISBN: 9789941845062