- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალვრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექსვსე სემესტრის სტუდენტენტებისთვის ბურგოსის უნივერსიტეტში (ესპანეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: ბიზნესის ადმინისტრირება
მობილობის პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს:
- სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას;
- ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით;
- ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით;
- დამატებით 250 ევრო თვეში, სპეციალური საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის, რომლებიც შეძლებენ 33%-ზე ან მეტი ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.