პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!
თსუ პროფესიული განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსს სტუდენტური პროექტების მიღებაზე.
თსუ პროფესიული პროგრამების ნებისმიერ სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს შეუძლია პროექტის წარმოდგენა 2 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით. სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული პროფესიულ/საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ/სპორტული პროექტები თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მხარდაჭერით და დაფინანსებით პროფესიული პროგრამების სასწავლო პერიოდში განხორციელდება.
სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი, განაცხადის, სამოქმედო გეგმის და ბიუჯეტის ფორმების სანახავად იხ. დანართის სახით.