სს „ვიანი“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამედიცინო ხარისხის მართვის დეპარტამენტში, 2-3 თვის ვადით. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ჩაერთოთ ამერიკული აკრედიტაციისთვის (AACI) მზადების პროცესში და შესაბამისი სტანდარტების დანერგვა-მონიტორინგში. სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ცნობა და რეკომენდაცია.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას #13 //ჭიაურელის 6;
სამუშაო გრაფიკი : შეთანხმებით;
ძირითადი მოვალეობები:
- ამერიკული აკრედიტაციისთვის (AACI) მზადების პროცესში ჩართულობა;
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის მონიტორინგში მონაწილეობა;
- შიდა აუდიტების პროცესში ასისტირება;
- კლინიკური და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის გადამოწმება;
- პაციენტის უსაფრთხოების სტანდარტების მხარდაჭერა;
- ხარისხის ინდიკატორების მონაცემების შეგროვება და ანალიზში დახმარება;
- რეგულაციებისა და პროტოკოლების შესაბამისობის კონტროლის მხარდაჭერა;
- ანგარიშგებების მომზადებაში ჩართულობა;
- დეპარტამენტის ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობაში მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამედიცინო ან ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული