Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 10/03/2026 - 22/03/2026

„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.

დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას მიმართულებით — გაყიდვების პროცესების მართვის სტაჟიორი

თუ ხარ სტუდენტი და მზად ხარ სწავლასთან ერთად აქტიურად ჩაერთო გაყიდვების პროცესების მართვაში და რეალურ ბიზნეს ოპერაციებზე იმუშაო — ეს სტაჟირება შენთვისაა.

რას გააკეთებ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში:

მაღაზიების სასაქონლო მარაგების მართვის სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერას;

მარაგების გადატანების საჭიროებისა და რაოდენობის განსაზღვრაში ჩართულობას;

გაყიდვების მონაცემების ანალიზის მომზადების პროცესის მხარდაჭერას;

კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციას.

რას ვითხოვთ:

სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;

MS Office-ის ცოდნა (განსაკუთრებით Excel);

ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

ინგლისური ენის სამუშაო დონე (სასურველია);

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის მზადყოფნა.

რას გთავაზობთ:

რეალურ ბიზნეს პროცესებზე მუშაობის გამოცდილებას;

პროფესიონალ გუნდთან ერთად ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ჩართულობას;

განვითარებას საქმეზე სწავლით;

1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;

სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში);

1000 ლარი (Gross) თვიური ანაზღაურება.

✨ სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატებს მიეცემათ დასაქმების შეთავაზება.

დაისახე ამბიციური მიზნები და დაიწყე კარიერა „აი სი არ ტრეიდში“ — ჩვენ მზად ვართ ინვესტირება მოვახდინოთ შენს განვითარებაში.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<