თსუ-ს ინსტიტუციური პარტნიორების, უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების რიცხვი 56 ქვეყანაში 300-ს აღწევს;
2015-2020 წლებში დაფინანსებულია 256 პროექტი ევროპის 26 ქვეყნის 106 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში 2018-2020 სასწავლო წლებში ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის /ICM/ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული იმ სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობით, რომლებიც ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას;
- 2015-2019 წლებში გაცვლით პროგრამებში თსუ-ს 1500-ზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა მობილობაში ევროპის 26 ქვეყანაში;
- ამ მონაცემებით თსუ ლიდერია საქართველოში;
- აზიაში თსუ თანამშრომლობს 10 ქვეყნის 26 უნივერსიტეტთან;
- თსუ ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას Asia Science Camp-ში, აზიის სხვადასხვა ქვეყანაში (იაპონია, სინგაპური, ისრაელი, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია და ა.შ.)
- უნივერსიტეტში მოქმედებს 24 უცხოენოვანი პროგრამა — საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და ერთსაფეხურიანი; მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საჯარო მმართველობის და ქიმიის, ABET აკრედიტებული ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამები;
- თსუ-ში სწავლობს 900 უცხოეთის მოქალაქე მსოფლიოს 50 ქვეყნიდან.