eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თევდორე ნინიძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ თევდორე ნინიძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც სამართლის მიმართულებით ახალი ნაშრომები გაერთიანდა.

 

თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ თევდორე ნინიძეს 75 წლის იუბილე მიულოცა, მადლობა გადაუხადა ქართული მეცნიერებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და აღნიშნა, რომ მისი ღვაწლი მომავალ თაობებსაც დიდხანს გაჰყვება.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა მორის შალიკაშვილმა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ლადო ჭანტურიამ.

 

შეხვედრაზე აღინიშნა თევდორე ნინიძის მნიშვნელოვანი წვლილი თანამედროვე ქართული სამართლებრივი სისტემისა და საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაში, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო კოდექსის შექმნასა და კონსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის მრავალწლიან პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამართალმცოდნეთა არაერთი თაობის პროფესიულ აღზრდაში შეტანილ წვლილს. შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, კოლეგები და სტუდენტები.

თარიღი: 29/10/2026