თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 8-9 თებერვალს გამართავს თსუ-ს დაარსებიდან 109 წლისადმი მიძღვნილ პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციას - „თსუ 109“.
კონფერენცია მუდმივმოქმედია და ეძღვნება თბილისის უნივერსიტეტის დაარსებას. 2027 წელს ჩატარდება მეხუთე კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 20 დეკემბრამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული.
რეგლამენტი: პლენარულ სხდომაზე – 25 წუთი;
მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.
იხ. თეზისების გაფორმების წესი.
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი