eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი XX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და თსუ მუზეუმის ორგანიზებით, გაიხსნა XX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ღვაწლმოსილი ქართველოლოგის, ენათმეცნიერის, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.

 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ: „პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის ღვაწლი ქართველოლოგიაში არის არა მხოლოდ სამეცნიერო მემკვიდრეობა, არამედ ეროვნული კულტურის დაცვისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მისი ნაშრომები და მოღვაწეობა დღემდე რჩება გზამკვლევად ახალგაზრდა მკვლევრებისთვის და შთაგონების წყაროდ მომავალი თაობებისთვის“.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორები, სტუდენტები და  მოწვეული სტუმრები.

 

ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია ზურაბ ჭუმბურიძის პირადი არქივი და ფოტოები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის მდიდარ სამეცნიერო მემკვიდრეობას და ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

 

სამეცნიერო კონფერენციასთან ერთად გაიმართა სტუდენტური კონფერენციაც, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები.

 

კონფერენცია ორი დღე გაგრძელდება.

თარიღი: 29/06/2026