საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორი ნანა გელაშვილი იაპონიის მთავრობის მიერ დაჯილდოვდა

 29 აპრილს, იაპონიის მთავრობამ განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ნანა გელაშვილის  ოქროს სხივებითა და ყელის ბაფთით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენით დაჯილდოების შესახებ. აღნიშნული ჯილდო მას გადაეცა საქართველოში იაპონიისმცოდნეობის განვითარებისა და იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

პროფესორი გელაშვილი, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგიონმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი, წლების განმავლობაში თავის კარიერას უძღვნიდა უნივერსიტეტში იაპონიის კვლევებისა და კულტურის პოპულარიზაციას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზიის ისტორიის ემპირიული კვლევის დარგში. მის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მიღწევას წარმოადგენს 2023 წელს უნივერსიტეტში იაპონისტიკის პირველი საბაკალავრო პროგრამის დაარსება. ამ დამსახურებების აღიარების ნიშნად, 2025 წლის აგვისტოში მას გადაეცა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიგელი.

ამომავალი მზის ორდენი 1875 წელს დაარსდა, როგორც იაპონიის პირველი სახელმწიფო ჯილდო. მასზე გამოსახულია ამომავალი მზის სხივები და პავლოვნიის ყვავილისა და ფოთლის ფორმის ორნამენტი. ამომავალი მზის ორდენი გადაეცემათ პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული სამსახური გაუწიეს ქვეყანას ან საზოგადოებას, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იაპონიასა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში.

თარიღი: 05/05/2026