თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია - „ფაკულტეტის ტრადიცია, ხარისხი და პასუხისმგებლობა“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თსუ მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა წარმატებულმა ექიმებმა, რომლებიც დღეს წამყვან კლინიკებში მუშაობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მონაწილეებს მიესალმნენ თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, პროფესორი გია ლობჟანიძე, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრი ლადო კახაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რამდენიმე თაობის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, კლინიცისტები, დოქტორანტები და რეზიდენტები. პლენარული სხდომის შემდეგ კურსდამთავრებულებმა მოხსენებები წაიკითხეს სექციებში, ხოლო ექიმები ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ ჩაერთვნენ.
კონფერენცია ორგანიზებული იყო თსუ მედიცინის ფაკულტეტის, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტისა და საქართველოს ექიმთა ასოციაციის მიერ.