სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები მიმდინარეობს.
აკადემიური საბჭოს არჩევნებისათვის შექმნილი შვიდივე საარჩევნო უბანი დადგენილი წესის შესაბამისად გაიხსნა და ყველა საარჩევნო ქვეკომისია 10:00 სთ-თვის მზად იყოს პირველი ამომრჩევლის მისაღებად.
დღეს ამომრჩევლებს შესაბამის საარჩევნო უბანზე სასურველი კანდიდატი/კანდიდატებისათვის ხმის მიცემის შესაძლებლობა 10:00 სთ-დან 17:00სთ-მდე აქვთ.
ამომრჩევლებმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წარმოადგინონ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
თარიღი:
05/11/2026