2026 წლის 23-24 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემატიკაზე: ხელოვნური ინტელექტის მომავალი - სად ვართ და სად მივდივართ.
კონფერენცია გააერთიანებს სტუდენტებს, მკვლევრებს, ლექტორებსა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს AI-ის მომავლის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზოგადოების ტრანსფორმაციის განსახილველად.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- Generative AI;
- AI და განათლება;
- Machine Learning & Deep Learning;
- AI და მედია;
- AI ეთიკა და რეგულაციები;
- AGI და მომავლის საზოგადოება;
- AI და მომავლის პროფესიები;
- AI Startups & Innovation;
- და სხვ.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 31 აგვისტომდე ბმულის მეშვეობით.
საუკეთესო ნაშრომები დაიბეჭდება კრებულში "ხელოვნური ინტელექტის მომავალი"!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 598759946 - პავლე ჯაგუნავა
Mail: ktic@tsu.ge