საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი საქართველოში აკრედიტებული საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების ახალგაზრდა პროფესორებისთვის (რომლებმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვეს არაუადრეს 2018 წლის 1 იანვრისა) და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს კვლევითი უნარებისა და პროფესიული კავშირების განვითარებას.  

 

კონკურსი განკუთვნილია ქვემოთ მოცემული აკადემიური მიმართულებების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის:

  • ბიოლოგია
  • ბიზნესი/მენეჯმენტი
  • ქიმია
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • ეკონომიკა
  • ელექტრონული ინჟინერია
  • გეოგრაფია
  • ფიზიკა
  • გეოლოგია/წყლის მეცნიერება

 

განაცხადის გაკეთებისას (და კონკურსში წარმატების შემთხვევაში, პროგრამის დასრულებამდე), დოქტორანტურის საფეხურის აპლიკანტის შემთხვევაში, მას უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და მისი GPA  არ უნდა იყოს 2,5-ზე დაბალი, ხოლო ახალგაზრდა პროფესორის შემთხვევაში, იგი დასაქმებული უნდა იყოს საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის ძირითად საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს სწავლება ან/და კვლევა.

 

სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბრის 23:59 საათი. ინტერვიუ აპლიკანტებთან ჩატარდება არაუგვიანეს 2023 წლის მარტის პირველი ნახევრისა. შერჩეული აპლიკანტები დალასში გაემგზავრებიან 2023 წლის ივნისში.

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის, სააპლიკაციო ეტაპზე, ტეხასის უნივერსიტეტიდან წინასწარი მიღების წერილის ქონა არ არის საჭირო.

 

აღნიშნული ოთხკვირიანი პროგრამა მოიცავს მგზავრობას თბილისიდან დალასში (ტეხასის შტატი, აშშ), რომელიც დაიწყება ორკვირიანი ინტენსიური ტრენინგით ინგლისურ ენაში, გაგრძელდება აკადემიური და საგრანტო განაცხადების წერის სწავლებით, დისერტაციის მომზადებით, აკადემიური საზოგადოების წინაშე წარდგენის სწავლებით და სხვ. გამგზავრებამდე ორი თვით ადრე, გამარჯვებული კანდიდატები სავალდებულოდ უნდა დაესწრონ ვირტუალურ საორიენტაციო სესიებს. პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შერჩეული მონაწილეებისთვის ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ბილეთის ანაზღაურება, აკომოდაციით და კვებით უზრუნველყოფა, დალასში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათის დაფინანსება და პერ-დიემის გამოყოფა.

პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. 

 

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის:

  1. სააპლიკაციო ფორმა;
  2. CV
  3. სამეცნიერო ხელმძღვანელის მხარდაჭერის წერილი;
  4. კვლევის მოკლე მონახაზი;
  5. ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
  6. ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი; (TOEFL iBT 90; IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE) ან უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე, დასწრებულ ფორმატში, ინგლისურ ენაზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი ახალგაზრდა პროფესორებისთვის:

  1. სააპლიკაციო ფორმა;
  2. CV
  3. თქვენი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხარდაჭერის წერილი;
  4. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი ერთი სამეცნიერო სტატია;
  5. ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი; (TOEFL iBT 90; IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE) ან უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე, დასწრებულ ფორმატში, ინგლისურად სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

!!! აპლიკანტებმა, რომლებიც არ ფლობენ ინგლისური ენის დამადასტურებელ ცნობას, უნდა გაიარონ  წერილობითი ტესტირება ინგლისურ ენაში, რომლის ჩატარება თსუ-ში დაგეგმილია 2023 წლის იანვარში/თებერვალში. ტესტირებაზე მოწვევა მოხდება სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადის გასვლის შემდეგ (2022 წლის 15 დეკემბრის 23:59 საათი).  ის აპლიკანტები, რომლებიც აღნიშნულ ტესტირებაზე გადალახავენ B2 დონის დამადასტურებელ მინიმალურ ზღვარს, შეძლებენ გააგრძლონ კონკურსში მონაწილეობა.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმის ჩათვლით, მოცემულია შემდეგ ვებ-გვერდზე

 

!!! დაინტერესებული აპლიკანტებისათვის სააპლიკაციო პროცედურებისა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერსა და 14 დეკემბერს ტეხასის უნივერისტეტის ორგანიზებით გაიმართება ვირტუალური საინფორმაციო სესიები, რომელზეც  საჭირო იქნება წინასწარი რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე.

 

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: international@tsu.ge