თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2027 წლის 11-12 თებერვალს
გამართავს თსუ-ს დაარსებიდან 109 წლისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო
კონფერენციას _ „თსუ 109“.
კონფერენცია მუდმივმოქმედია და ეძღვნება თბილისის უნივერსიტეტის დაარსებას.
2027 წელს ჩატარდება მეხუთე კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 20 დეკემბრამდე თეზისები
უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული.
რეგლამენტი:
მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.
სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის, წერილობითი დასკვნა,
რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და
შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა კონფერენციაში „თსუ 109“.
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი