eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია

გამოცხადდა კონკურსი გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მისაღებად თსუს გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა) ეთნოლოგიასა და ფოლკლორში. მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები:

 

1.1.ნაშრომი ეთნოლოგიის ან ფოლკლორისტიკის განხრით: სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სტატია სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში, სტატია პოპულარულ ჟურნალში ან გაზეთში. 1.2. მონაწილეობა კონფერენციებში: საერთაშორისო კონფერენცია /სიმპოზიუმი, რეგიონული ან საუნივერსიტეტო კონფერენცია, სხვა.

1.3. განცხადება.

 

შენიშვნა:

1. სტუდენტი შესაძლებელია იყოს 2026 წლის კურსდამთავრებული, აქტიური ან შეჩერებული სტატუსის მქონე;

2. შესაძლებელია, სტუდენტს 2025-26 სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი და, შესაბამისად, შერჩევა მოხდეს მხოლოდ სამეცნიერო აქტივობის შეფასებით;

3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია წინა წლის/წლების სტიპენდიანტს;

4. აგრეთვე, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის პირველი კურსის სტუდენტმა, თუ მას წინა წლის განმავლობაში აქვს გარკვეული სამეცნიერო აქტივობა. 

 

საბუთები მიიღება 2026 წლის 30 ოქტომბრიდან - 3 ნოემბრამდე არაუგვიანეს 17:30 საათისა, თსუ, I კორპუსი, 208-ე ოთახი.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე ანდღულაძე

 

იხ. დეკანის ბრძანება.

თარიღი: 30/10/2026