ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2026 წლის 18-19 ივნისს გაიმართება სტუდენტთა მე-12 საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაზე იმუშავებს 4 სექცია:
18 ივნისი, 10:00 - პოლიტიკის მეცნიერება
18 ივნისი, 14:00 - ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საზოგადოებრივი გეოგრაფია
19 ივნისი, 10:00 - საერთაშორისო ურთიერთობები
19 ივნისი, 14:00 - მულტიდისციპლინური სექცია
ღონისძიება გაიმართება თსუ პირველი კორპუსის 318-319 აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია.