2026 წლის 1 ივლისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის 119-ე აუდიტორიაში შედგება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის — „კონფლიქტოლოგია“ — დოქტორანტ თინათინ ცერცვაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
ნაშრომის თემა: „„მე“-ს ხატის ცვლილება დებატების სწავლების გზით“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: გუგული მაღრაძე — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი