2025-2026 ს/წ გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2025-2026 ს/წ გაზაფხულის სემესტრის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვება მოიპოვეს ბაკალავრიატის საფეხურის შემდეგმა სტუდენტებმა:
I სექცია – კერძო სამართლის მიმართულება:
I ადგილი:
ფუტკარაძე სემანდა (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „ტურისტული პაკეტით მოგზაურობის სამართლებრივი რეგულირების რეფორმა ევროკავშირსა და საქართველოში: მომხმარებელთა დაცვის გაძლიერება“
II ადგილი:
i) ბონდარენკო თიკო (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „დასაქმებულის პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტები და გამოწვევები შრომით ურთიერთობაში“
ii) ჭეჟია ლუკა (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება“
III ადგილი:
ნიორაძე გიორგი (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „მშობლის მიერ არასრულწლოვნის მოძრავი ქონების განკარგვის პრობლემატიკა ქართულ კანონმდებლობაში“
II სექცია – სისხლის სამართლის მიმართულება:
I ადგილი:
მახსოევი ზაზა (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „ნეიროსამართლებრივი მტკიცებულების ევოლუცია თანამედროვე იურისპრუდენციაში: FMRI ტექნოლოგიის როლი და მისი დასაშვებობის პრობლემები სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში“
II ადგილი:
დაუთაშვილი მარიამ (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სსკ 240-ე მუხლის მაგალითზე“
III ადგილი:
მიქაძე მარიამ (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესის პრინციპი სისხლის სამართალში“
III სექცია – საჯარო სამართლის მიმართულება:
ქვესექცია – ადმინისტრაციული სამართალი
I ადგილი: – არ გამოვლენილა
II ადგილი:
i) მამაიაშვილი ნინო (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „სოციალური ქულების რეგულირება GDPR-სა და AI Act-ის ფარგლებში: შედარებითი ანალიზი საქართველოს სამართლებრივ რეალობასთან“
ii) ფარცხალაძე მარიამ (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მისი სასამართლო კონტროლი თანამედროვე ადმინისტრაციულ სამართალში“
III ადგილი:
i) მახსოევი ზაზა (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „ავარიული შენობებიდან უსაფრთხო საცხოვრებლამდე: ჩანაცვლების პროგრამის სამართლებრივი საფუძვლები და პრაქტიკული გამოწვევები XXI საუკუნეში“
ii) ყალიჩავა ბექა (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „ქართული ადმინისტრაციული სამართლის განვითარება საბჭოთა პერიოდიდან დღემდე“
ქვესექცია – კონსტიტუციური სამართალი
I ადგილი:
ფარულავა ელენე (სემესტრი VIII), მოხსენების სათაური: „ნაშვილები პირის უფლება ბიოლოგიური წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე და მისი შეზღუდვის პროპორციულობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით“
II ადგილი:
i) ნიორაძე გიორგი (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „მამაკაცების წინაშე არსებული გამოწვევები შრომის ბაზარსა და სოციალურ-ეკონომიკურ კონტექსტში“
ii) ღლონტი ნიკოლოზ (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამოწვევები“
III ადგილი:
ჯაბიძე ნინო (სემესტრი II), მოხსენების სათაური: „ბიკამერალიზმის პერსპექტივა საქართველოში, კონსტიტუციური მოდელი, პრაქტიკა და გამოწვევები“
IV სექცია – საერთაშორისო სამართლის მიმართულება
I ადგილი:
კვირკველია თორნიკე (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „ორმაგი გამოყენების ობიექტების სამართლებრივი სტატუსი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში: თეორია და თანამედროვე პრაქტიკა“
II ადგილი:
i) შუბითიძე ანა (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „ჰუმანიტარული ინტერვენცია და ძალის გამოყენების აკრძალვა-საკითხის გარშემო არსებული რეგულირება და გამოწვევები“
ii) ჭარელიძე ანა (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „ხელოვნური ინტელექტის ჩართვა შეიარაღებულ კონფლიქტში - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანამედროვე გამოწვევები და რეგულირების პერსპექტივები“
III ადგილი:
აბულაძე საბა (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „მოსალოდნელი თავდაცვის უფლების შესაბამისობა გაეროს ქარტიასთან“
V სექცია – სამართლის ისტორიისა და სამართლის მეთოდების მიმართულებები:
ქვესექცია – სამართლის ისტორია
I ადგილი – არ გამოვლენილა
II ადგილი:
მძელური ერეკლე (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „სისხლის აღებიდან სახელმწფიო სასჯელზე გადასვლა - ქართული ჩვეულებითი სისხლის სამართლის განვითარება“
III ადგილი: – არ გამოვლენილა