თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილება 22-26 ივნისს მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლაში
"თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენს ყოველდღიურობაში"
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
მიზანი
საზაფხულო სკოლის მიზანია, სკოლის მოსწავლეებმა ინტერაქტიული და ასაკობრივ სეგმენტზე ადაპტირებული ფორმით, მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების საჭიროებებზე და პრაქტიკაში გამოსცადონ ამ ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობის ასპექტები.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
მისია და ღირებულებები
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიზანია მსგავსი საზაფხულო სკოლების საშუალებით, მოსწავლეები დაუახლოვდნენ საუნივერსიტეტო გარემოს, ჩაერთონ მათთვის საინტერესო აქტივობებში, ნაყოფიერად გაატარონ საზაფხულო არდადეგები.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
საგანმანათლებლო აქცენტი
საზაფხულო სკოლა ორიენტირებულია ტექნოლოგიებზე, უახლესი მოწყობილობების გაცნობაზე და მოსწავლეების ტექნოლოგიური აზროვნების წახალისებაზე.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ჩართულობა
ბავშვების ჩართვა აღნიშნულ საზაფხულო სკოლაში, გაახალისებს მათ საზაფხულო უქმეებს, გააცნობს ახალ სფეროებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შესაძლებლობას მისცემს გაიცნონ ახალი ადამიანები და დამეგობრდნენ.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
რას ისწავლიან მოსწავლეები?
მოსწავლეებს კვირეულის ფარგლებში მოუწევთ დაახლოვება შემდეგ საკითხებთან:
* ხელოვნური ინტელექტი
* ინოვაციები და ტექნოლოგიები, რობოტიკა
* გეოდეზიური სამუშაოები, დრონები, ადგილის ციფრული აგეგმვა და მოდელირება
* გასართობი სამაგიდო თამაშები
* ფილმის ჩვენები და ინტელექტუალური თამაშები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
საზაფხულო სკოლის განრიგი
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში აპლიკაციის შევსების ბოლო თარიღია 17 ივნისი 23:59
შერჩეულ მონაწილე მოსწავლეთა სია გამოქვეყნდება 19 ივნისს 15:00 საათზე
სკოლა იფუნქციონირებს 22-26 ივნისს
საათობრივ გაწერილ პროგრამას მიიღებენ შერჩეული მოსწავლეები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
როგორ უნდა გავხდეთ საზაფხულო სკოლის მონაწილე?
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანია 2026 წლის 17 ივნისის ჩათვლით შეავსოთ მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, დაგვისაბუთოთ სკოლაში მონაწილეობის მოტივაცია.
>> სარეგისტრაციო ბმული <<
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
თსუ საბავშვო უნივერსიტეტს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების.
შერჩეული მოსწავლეთათვის მონაწილეობა უფასოა
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
საზაფხულო სკოლის მხარდამჭერია "GT Survey" და "GT Survey Edu"
საზაფხულო სკოლის პარტნიორია "ლიტეა" სამაგიდო თამაშები
თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი