საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე ბარნაველი

ალექსანდრე ბარნაველი 2012-2013 წელს სწავლობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის
ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 2013-2016 წლებში კი - ივ.ჯავახიშვილის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე. ამავე წლებში იგი იყო
პრეზიდენტის სტიპენდიანტი.
2013 წელს ალექსანდრე ბარნაველი გახდა ირაკლი ქიმერიძის სახელობის მომავალ ფიზიკოსთა
ფესტივალის გრან-პრის მფლობელი.
2014 წელს იგი თსუ-ს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა სინგაპურის სამეცნიერო
კონფერენციაზე, სადაც ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერები ლექციების სერიას
ატარებდნენ მომავალი მეცნიერებისათვის. ამავე კონფერენციაზე მან გაიმარჯვა პოსტერების
კონკურსში და მოიპოვა პირველი ადგილი.
2015 წელს მან პროფესორ ნ.შათაშვილის ხელმძღვანელობით მომზადებული ნაშრომით
დაიკავა I ადგილი თსუ-ს სტუდენტურ საფაკულტეტო კონფერენციაზე სექციაში - "თეორიული
ფიზიკა". ეს ნაშრომი დაიბეჭდა თსუ სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებულთა ნაშრომების
კრებულში.
2016 წელს მან წარმატებით დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი ასტროფიზიკის დარგში პროფესორ
ნ.შათაშვილის ხელმძღვანელობით და მიენიჭა ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი. 2017 წელს კი
პროფესორ ნ.შათაშვილთან ერთად გამოაქვეყნა სტატია სამეცნიერო ჟურნალში "Astrophysics
and Space Science.".
2016 წელს მან მიიღო DAAD-ის სტიპენდია გერმანიის უნვერსიტეტებში მაგისტრატურის
საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. ამასთანავე მიიღო "Utrecht Excellence Scholarship"
("უტრეხტის ბრწყინვალების სტიპენდია"), რომელიც უტრეხტის უნივერსიტეტში (Utrecht
University, ნიდერლანდები) მაგისტრატურის საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს
სრულად ფარავდა.
მაგისტრატურაზე სწავლა გააგრძელა უტრეხტის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის განხრით,
სადაც 2018 წელს მან წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი კოსმოლოგიის დარგში
პროფესორ ტ.პროკოპეცის (T.Prokopec) ხელმძღვანელობით და მიენიჭა თეორიული ფიზიკის
მაგისტრის ხარისხი.
2019 წელს კი სამაგისტრო ნაშრომის შედეგებზე დაყრდნობით, ხელმძღვანელთან ერთად
გამოაქვეყნა სტატია სამეცნიერო ჟურნალში "Journal of Cosmology and Astroparticle Physics".
ამავე წელს იგი გახდა ვ.მამასახლისოვის სახელობის კონკურსის "წლის დამწყები ფიზიკოსი"
გამარჯვებული (ილიას უნივერსიტეტი, თბილისი).
2019 წლიდან უტრეხტის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა სადოქტორო ნაშრომზე (PhD) რბილი
კონდენსირებული გარემოს (Soft Condensed Matter) დარგში პროფესორ რენე ვან როი-ს (Prof. René
van Roij) ჯგუფში. პარალელურად მუშაობს პროფესორის ასისტენტად
 

თარიღი: 17/02/2022