Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 25/03/2025 - 04/04/2025

სტაჟიორი - ბიზნეს პარტნიორინგის და განვითარების განყოფილება, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი

 

თბილისი, საქართველო

 

მდებარეობა/Location: სათავო ოფისი

 

სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი

 

კომპანიის აღწერა

  • თიბისი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის შეუცვლელი ნაწილია. 
  • ჩვენი მრავალფეროვანი მომსახურება მოიცავს როგორც ციფრულ, ისე - ფიზიკურ სივრცეს. თიბისის თითოეული პროდუქტი გათვლილია მომხმარებლის თანამედროვე საჭიროებებზე.
  • ჩვენი მისიაა გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება.

 

სამუშაოს აღწერა

შენ იქნები გუნდის წევრი, რომლის მთავარი ამოცანაა ორგანიზაციის თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნის უზრუნველყოფა: თიბისის კულტურული ღირებულებების გამზიარებელი ტალანტების მოზიდვა, შერჩევა, განვითარება და შენარჩუნება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ პოზიტიური სამუშაო გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი შეძლებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებას და წვლილის შეტანას კომპანიის ზრდაში. 

 

შენ, როგორც სტაჟიორი: 

  • ჩაერთვები  ახალი თანამშრომლების შერჩევის სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის პროცესში;  
  • ჩაერთვები ონბორდინგის პროცესში; 
  • ჩაერთვები ადმინისტრაციულ ამოცანებში ხელფასების მატების, სტრუქტურული ცვლილების ფორმების დამოუკიდებლად მომზადების პროცესში;  
  • გაეცნობი HR Dashboard-ებს და რეპორტებს; 
  • მონაწილეობას მიიღებ თანამშრომელთან ჩართულობის კვლევის პროცესსში; 

 

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: 

  • ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;  
  • ხარ დინამიური და გსურთ ასეთივე გარემოში მუშაობა; 
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული, ამასთანავე შეგიძლია მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნა და პროცესის მართვა; 
  • შენს სამომავლო კარიერას ხედავ ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში; 
  • ხარ გუნდის ძლიერი მოთამაშე და ამასთანავე იღებთ ინიციატივას და ლიდერობა გამოგდით. ხარ თავდაჯერებული კომუნიკატორი; 
  • ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე; 
  • ფლობ MS Office პროგრამებს მაღალ დონეზე (MS Excel/Word/PowerPoint). 

 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

 

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

 

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული