სს „საქართველოს ბანკის“ ორგანიზაციული რისკების დეპარტამენტი, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აქტივების შეფასების პროცესის და ხარისხის მონიტორინგის ჯგუფში
მიმართულების ძირითადი ფუნქციები:
- შეფასების პროცესის ექსპერტიზა: შეფასების აქტების ხარისხის მონიტორინგი რეგულატორული, ბანკის შიდა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
- ბაზრის ანალიზი: სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით უძრავი ქონების ბაზრის დინამიური ანალიზი, მიკრო და მაკროეკონომიკური ფაქტორების შესწავლა, ბაზარზე არსებული კვლევების გაცნობა.
- საშემფასებლო რისკის შეფასება: შეფასების პროცესისა და აქტების რეგულარული ანალიზი, შეფასების პოტენციური რისკების იდენტიფიცირების მიზნით. გამოვლენილი ხარვეზების გამომწვევი მიზეზების დადგენა, აღმოფხვრის გეგმის მომზადება და ესკალაცია.
- მეთოდებისა და მოდელების ტესტირება და პოტენციური სისუსტეების გამოვლენა;
- შეფასების მეთოდოლოგიისა და პროცესების განვითარებაში მონაწილეობა: არსებული პოლიტიკის და პროცესების განგრძობით დახვეწაზე ზრუნვა საერთაშორისო პრაქტიკების გათვალისწინებით;
- ავტომატიზაცია: ეფექტურობის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და პროცესების განვითარებაში ჩართულობა.
სასურველი კანდიდატის პროფაილი:
- კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- პრეზენტირების უნარები;
- მონაცემებთან მუშობის და ანალიტიკური უნარები;
- Excel-ის და PowerPoint-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები:
- ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის;
- მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან;
- უძრავი ქონების შეფასების და მონიტორინგის საკითხების შესწავლა;
- პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა;
სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 მარტი, 2025.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული