Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კაკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. თამაზ შაბურიშვილი – თსსუ პროფესორი, თერაპიის მიმართულება
2. ზვიად ყიფიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თერაპიის მიმართულება (კარდიოლოგია)
3. კახა ქუნთელია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგიის მიმართულება
4. მარინე ჯანელიძე – თსსუ პროფესორი, ნევროლოგიის მიმართულება
5. მამუკა ჯიბუტი – თსსუ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგია
6. ივა ბერაძე – თსსუ პროფესორი, ოფთალმოლოგიის მიმართულება
7. სამსონ მღებრიშვილი – თსსუ პროფესორი, სტომატოლოგიის მიმართულება
8. ზაზა ჭანტურაია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უროლოგიის მიმართულება
9. ნინო გორდაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი


II.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 117

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ქართული ფილოლოგია და კავკასიოლოგია

ახალი და ძველი ქართული ენა

  • ლალი ეზუგბაია – ფილოლოგიის დოქტორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი; 
  • თედო უთურგაიძე – თსუ პროფესორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანმაშრომელი;
  • ვახტანგ იმნაიშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი

 

ქართული ლიტერატურა, ფოლკლორი,  ლიტერატურული ურთიერთობები და  თარგმანმცოდნეობა

 

  • თენგიზ კიკაჩეიშვილი -  პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი
  • მაია მირესაშვილი – სოხუმის  უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი
  • ლელა ხაჩიძე – თსუ ასოცირებული პროფესორი
  • ლადო მინაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი
  • ომარ გვეტაძე – ქუთაისის  აკ. წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი

 

კავკასიოლოგია

  • ცირა ბარამიძე – თსუ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი
  • თემურ გვანცელაძე - თსუ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი

 

ისტორია, კულტურის მეცნიერებები

  • ვაჟა კიკნაძე – თსუ პროფესორი,  ივანე ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი
  • ზურაბ პაპასქირი – სოხუმის  უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  • ია ხუბაშვილი – ისტორიის დოქტორი
  • მანანა ჯავახიშვილი – ისტორიის დოქტორი
  • ვასილ კაჭარავა – თსუ ევროპამცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი,  ისტორიის დოქტორი
  • ნანი გელოვანი - თსუ ასოცირებული პროფესორი 
  • ნინო ჩიქოვანი - თსუ პროფესორი 
  • ნოდარ შოშიტაშვილი - გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი
  • კახა ქეცბაია - სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
     

დასავლეთევროპული  ფილოლოგია
ინგლისური ფილოლოგია 

  • რუსუდან ენუქიძე  - თსუ პროფესორი
  • რუსუდან დოლიძე - ფილოლოგიის დოქტორი,  ენების ცენტრის დირექტორი
  • მანანა რუსიეშვილი -  თსუ ასოც. პროფესორი 
  • პოლ რიმპელი – კემბრიჯის საგამოცდო ცენტრის თანამშრომელი

 

გერმანული ფილოლოგია

  • ლალი ქეცბა-ხუნდაძე - თსუ პროფესორი
  • მარინა ანდრაზაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი
  • დალი ფანჯიკიძე _ თსუ პროფესორი
  • არმინ მორიცი – თსუ რექტორის მრჩეველი

 

ესპანური ფილოლოგია

  • ლია ლორია - თსუ  ასოცირებული პროფესორი
  • სოფიო ფეიქრიშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, ენების ცენტრის მასწავლებელი

 

ფრანგული ფილოლოგია

  • ჟოელ ბასტენერი – ალექსანდრე დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრის დირექტორი
  • პეგი სკრემენი – საქართველოსი საფრანგეთის საელჩოს ატაშე სამეცნიერო დარგში
  • ქეთევან გაბუნია _ თსუ ასოცირებული პროფესორი

 

აღმოსავლეთმცოდნეობა

  • დარეჯან გარდავაძე _ თსუ ასოცირებული პროფესორი
  • გიორგი ლობჟანიძე _ ფილოლოგიის დოქტორი
  • გიული ალასანია – თსუ პროფესორი
  • ჯემალ შარაშენიძე – თსუ ასოცირებული პროფესორი

 

განათლების მეცნიერებები

  • ქეთევან ჭკუასელი – თსუ  პროფესორი
  • ეთერ ღვინერია – თსუ ასოცირებული პროფესორი

 

ფილოსოფია

  • კახა კაციტაძე  - თსუ  პროფესორი
  • აკაკი ყულიჯანიშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი
  • ირაკლი კალანდია _  ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოსოფიის დოქტორი.

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 116

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კაკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. კონსტანტინე კუბლაშვილი – სამართლის დოქტორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
2. გიორგი ტყეშელიაძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ რექტორის მრჩეველთა  საბჭოს წევრი
3. ზაზა მეიშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
4. ქეთევან ქოქრაშვილი – ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი
5. ლაშა კალანდაძე – სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
6. ნუგზარ სხირტლაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
7. ირაკლი გივიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი


II.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 115

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2015 წლის 6 ივლისის  №64/2015 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, 

 

1. დამტკიცდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქცია (დანართი N1).


2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე


საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარდგინება

   

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 114

პროფესიული უმაღლესი  საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენის და დამტკიცების პროცედურის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
13.09.2011, №90 დადგენილებით

 

პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენა და დამტკიცება განხორციელდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:

 

1. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს თსუ–ს სრული ან ასოცირებული პროფესორი, ან მოწვეული, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გადაწყვეტილება პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ  იღებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

 

2. პროფესიული უმაღლესი  საგანმანათლებლო პროგრამა იქმნება სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული „ პროფესიული უმაღლესი განათლებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო-პროექტის სარეკომენდაციო ფორმის“ მიხედვით (იხ. დანართი).

 

3. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, მიმართულება და ა. შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) სხდომაზე, ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

 

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. სადაო საკითხებს წყვეტს აკადემიური საბჭო.  ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.


5. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

 

6. მას შემდეგ, რაც აკადემიური საბჭო დაამტკიცებს პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, თსუ აკეთებს განაცხადს სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში ამ პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე (თუ აღნიშნულ პროგრამას უკვე მიღებული აქვს აკრედიტაცია სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ, მაშინ განმეორებით განაცხადის გაკეთება საჭირო არ არის).

 

7. პროფესიული უმაღლესი  პროგრამების აკრედიტაციაზე განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის ნუსხას ადგენს სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (იხ. დანართი). 

 

8. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებული უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა გადაეცემა თსუ საინფორმაციო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას თსუ ვებ-გვერდზე.

 

9. ფაკულტეტის შესაბამის საკონსულტაციო სამსახურს, ტუტორებს, პროგრამის ხელმძღვანელებს ევალებათ სტუდენტების ინფორმირება პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, რაც მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში უნდა დაეხმაროთ.

 

10. თსუ-ში პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, თვითშეფასების მომზადების პროცესში სისტემატურად უნდა მოხდეს პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება და სრულყოფა.

 

11. თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება პროფესიული უმაღლესი  საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი, შესაბამისი დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტების და აკადემიური საბჭოს წინაშე.

 

12. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადებს ადგენს თსუ აკადემიური საბჭო.

   

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

 

დანართი

 

აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
პროფესიული უმაღლესი პროგრამების აკრედიტაციაზე
განაცხადის გასაკეთებლად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

 


აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ პროფესიული უმაღლესი პროგრამების აკრედიტაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს:

 

1. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:


ა) აკრედიტაციაზე წარმოდგენილი პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების  ჩამონათვალი;
ბ) პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ადგილი ( მისამართი);
გ) პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალურ- ტექნიკური რესურსების მონაცემები ( სასწავლო და სამეცნიერო- კვლევითი მიზნებისთვის აუცილებელი ფართი სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი ინვენტარით, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, ასევე აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლების, კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების რაოდენობა);
დ) ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისი მონაცემები აკადემიური პერსონალის ან/ და მასწავლებლების შესახებ, რომელიც დასტურდება აკადემიური პერსონალის ან/ და მასწავლებლების ხელმოწერით (იხ. დანართი 2);
ე) საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება ან მემორანდუმი ორგანიზაციასთან, რომელშიც განსაზღვრულია პრაქტიკის განხორციელების ვადები, ადგილი, სტუდენტთა რაოდენობა და მათი შრომით საქმიანობაში ჩართვის ძირითადი პირობები.


2. აკრედიტაციის განაცხადის საფასურის (500 ლარის ოდენობით) უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადახდის დამადასტურებელი საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი ( იხ. ცენტრის საბანკო რეკვიზიტები : www.nea.ge) .
3. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები სარეკომენდაციო ჩარჩო- პროექტის შესაბამისად .

სრულად

დადგენილება N: 113

“უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 28 აპრილის N 20 დადგენილების გარდამავალი დებულებით ჩარიცხულ დოქტორანტთა (ყოფილი ასპირანტები და მაძიებლები) მიერ სტატიების საერთაშორისო რეცენზირებისათვის წარმოდგენისა და მათი შეფასების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს “უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 28 აპრილის N 20 დადგენილების გარდამავალი დებულებით ჩარიცხულ დოქტორანტთა მიერ სტატიების საერთაშორისო რეცენზირებისათვის წარმოდგენისა და მათი შეფასების ერთიანი წესები. (დანართი 1)


2. დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს დადგენილების შესრულების უზრუნველყოფა
3.დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

   

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

 

დანართი 1
გარდამავალი დებულებით ჩარიცხულ დო ქ ტორანთა მიერ საერთაშორისო რეცინზირებისათვის სტატიების წარმოდგენისა და მათი შეფასების ერთიანი წესები

 

$1 სტატიის სარეცენზიოდ წარდგენა

  • “უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 28 აპრილის N20 დადგენილების გარდამავალი დებულებით ჩარიცხულ დოქტორანტთა (შემდგომში –  დოქტორანტი) რეცენზირებად  ჟურნალში გამოქვეყნებულ ან გამოსაქვეყნებლად მიღებულ სტატიას წარადგენს საერთაშორისო რეცენზირებისათვის თსუ სასწავლო დეპარტამენტში.
  • წარმოსადგენი სტატიების რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით.
  • საერთაშორისო რეცენზირებისათვის  დოქტორანტმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიის ნაბეჭდი და ელექტრონული PDF ვერსია კომპაქტური დისკით;
  • იმ შემთხვევაში, თუ სტატია გამოქვეყნებულია ქართულ ენაზე, დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს სტატიის თარგმანი რომელიმე ევროპულ სამეცნიერო ენაზე (ნაბეჭდი და ელექტრონული PDF ვერსია კომპაქტური დისკით). სტატიის თარგმანის ელექტრონული ვერსიის ტექნიკური გაფორმება (შრიფტის ზომა, სტრიქონებს შორის მანძილი, გვერდის საზღვრები და ა.შ.) არ არის მკაცრად განსაზღვრული.
  • სტატიის ნაბეჭდ  ვერსიას თან უნდა ახლდეს მოკლე ანოტაცია ქართულად და დარგის სპეციალისტის (რომელიც არ უნდა იყოს დოქტორანტის ხელმძღვანელი) წერილობითი დასკვნა სტატიის სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე (შუამდგომლობა სტატიის სარეცენზიოდ გასაგზავნად).
  • დოქტორანტი და  სტატიის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი  ხელს აწერენ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება სტატიის  მიღება და სტატიის ჩაბარების თარიღი. დოკუმენტის ასლი ინახება დოქტორანტთან სტატიის რეცენზირების დასრულებამდე.

 

$2.რეცენზენტები

  • დოქტორანტის მიერ წარმოდგენილი სტატია ეგზავნება არანაკლებ ორ უცხოელ ექსპერტს, დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით (ქართველოლოგიური დარგები) ნაშრომი შესაძლებელია სარეცენზიოდ გადაეცეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე  ერთ ადგილობრივ  ექსპერტს.
  • ექსპერტის ვინაობა კონფიდენციალურია, როგორც სტატიის გაგზავნისას, ასევე რეცენზიის მიღების შემდგომ პერიოდში.

 

$3 შეფასების სისტემა

1. სტატიის შეფასება ხორციელდება 20 ქულიანი სისტემით. ნაშრომი დადებითად ფასდება, თუ ის მოაგროვებს არანაკლებ 12 ქულას.
2. შეფასება ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

. შინაარსი (მაქსიმუმ 4 ქულა). მოწმდება:პრობლემის აქტუალურობა;იკვეთება თუ არა დამოუკიდებელი მსჯელობის უნარი, არის თუ არა ნათელი   ავტორის მიზანი. არგუმენტაცია ზუსტი, კონკრეტული და კომპლექსური. კონცენტრირებულია თუ არა სტატია ძირითად საკვლევ საკითხებზე.

. ანალიზის სიღრმე და კვლევის ხარისხი  (მაქსიმუმ 4 ქულა). მოწმდება: ავტორის მიერ ყველა იდეის სრულად განვითარება. საკითხის სიღრმისეულად  შესწავლა, საკვლევი საკითხის ამომწურავად შესწავლა. ავტორის პოზიცია გამყარებულია თუ არა ნათელი და სარწმუნო არგუმენტაციით.არის თუ საკმარისი რაოდენობის დამხმარე ლიტერატურა. არის თუ არა დამხმარე ლიტერატურა სპეციფიკური და არა ზოგადი.

გვაქვს თუ არა აკადემიური და მიმდინარე შრომების ბალანსი.

გ. მონაცემთა სარწმუნოობა(მაქსიმუმ 4 ქულა).  მოწმდება:

მონაცემების სისწორე.  წყაროდ გამოყენებულია თუ არა კომპეტენტური ავტორის მიერ დაწერილი ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნებულია კარგი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ.   
პირველწყაროდან იღებს თუ არა ავტორი თანამედროვე მეცნიერების მონაცემებს.
რამდენად ორგანულად ერწყმის ტექსტს მოყვანილი ციტატები.
არის თუ არა მონაცემები მოყვანილი შესაბამისი წყაროებიდან და
არის თუ არა ყველა ციტირებული წყარო აღნიშნული ნაშრომის ბიბლიოგრაფიაში.

. სტრუქტურა (მაქსიმუმ 4 ქულა). მოწმდება:
      
არის თუ არა სტატია  კარგადსტრუქტურირებული
კეთდება  თუ არა მეტი აქცენტი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, ხოლო უფრო ნაკლები – შედარებით ნაკლები მნიშვნელობის მქონეზე. სტატია კარგად თუ არის ორგანიზებული და მისი ნაწილები ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირშია.როგორია პარაგრაფიდან პარაგრაფზე გადასვლა. თითოეული პარაგრაფი სრულად თუ არის განვრცობილი.
ე. შედეგები (მაქსიმუმ 4 ქულა) .  მოწმდება:

შედეგები რამდენად არის ახალი, მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი. შემუშავებულია თუ არა ახალი მიდგომა.
არის თუ არა ახალი მონაცემები ახალი დასკვნებისათვის.
მნიშვნელოვანი რაოდენობით ემატება თუ არა ახალი ინტერპრეტაცია ადრეულ ნაშრომს. წინა ნაშრომი დაკავშირებულია თუ არა განსხვავებულ კონტექსტთან ან ახალ ანალიზთან. ხომ არ არის დასკვნებში სუსტი ადგილები.  ლოგიკურია თუ არა დასკვნები.
2. თუ ორი დამოუკიდებელი  ექსპერტის შეფასება არის არანაკლებ 12 ქულა, დასკვნა დადებითია. თუ ერთი ექსპერტის შეფასება უარყოფითია, ხოლო მეორის დადებითი, სტატია ეგზავნება მესამე ექსპერტს. ორი უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში სტატია უბრუნდება დოქტორანტს დასამუშავებლად.

 

$4 შედეგების გაცნობა

  • ნაშრომი და ნაშრომის შეფასება არ არის ხელმისაწვდომი თსუ პერსონალისა და სტუდენტებისათვის, გარდა მეორე პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
  • ნაშრომის შეფასების შდეგი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დოქტორანტს, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელსა და ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თვმჯდომარეს.
     
სრულად

დადგენილება N: 112

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

მათემატიკის მიმართულება

1. ელიზბარ ნადარაია – სრული პროფესორი
2. დავით გორდეზიანი - სრული პროფესორი
3. თამაზ ვაშაყმაძე - სრული პროფესორი
4. უშანგი გოგინავა - სრული პროფესორი
5. როლანდ ომანაძე – სრული პროფესორი
6. თამაზ თადუმაძე - სრული პროფესორი
7. ნიკოლოზ ინასარიძე - ფ.მ.მ.დ. მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
8. გივი ბერიკელაშვილი - ფ-მ.მ.დ. მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი


კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულება

1. კობა გელაშვილი - სრული პროფესორი
2. გია სირბილაძე - სრული პროფესორი
3. მანანა ხაჩიძე - სრული პროფესორი
4. რევაზ გრიგოლია – ასოცირებული პროფესორი
5. რამაზ ქვათაძე - ფ-მ.მ.დ. გრენას აღმასრულებელი დირექტორი


ფიზიკის მიმართულება

1. არჩილ უგულავა - სრული პროფესორი
2. ალექსანდრე შენგელაია - სრული პროფესორი
3. თამაზ კერესელიძე - სრული პროფესორი
4. რევაზ ზარიძე ­_ სრული პროფესორი
5. თამაზ მძინარაშვილი – ასოცირებული პროფესორი
6. გელა გელაშვილი - ფ-მ.მ.დ. ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი
7. ვაჟა ბერეჟიანი - ფ-მ.მ.დ. ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
8. მიხეილ ზვიადაძე -  ფ-მ.მ.დ. ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
9. გია დვალი - ფ-მ.მ.დ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი
 

ქიმიის მიმართულება

1. ბეჟან ჭანკვეტაძე – სრული პროფესორი
2. შოთა სამსონია - სრული პროფესორი
3. ნოდარ ლეკიშვილი - სრული პროფესორი
4. რამაზ ქაცარავა - ქ.მ.დ. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი
5. ზურაბ ძოწენიძე - ქ.მ.დ.
 

ბიოლოგიის მიმართულება

1. ნინო ფორაქიშვილი – სრული პროფესორი
2. არნოლდ გეგეჭკორი- სრული პროფესორი
3. თამაზ ლეჟავა - სრული პროფესორი
4. დიანა ძიძიგური - სრული პროფესორი
5. ნარგიზ ნაჭყებია - ბ.მ.დ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი
6. ზაქარია ნანობაშვილი - ბ.მ.დ. ნეიროფიზიოლოგიის განყოფილების გამგე, ფიზიოლოგიის ინსტიტუტი
7. ლეილა წაქაძე - ბ.მ.დ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
 

გეოლოგიის მიმართულება

1. ბეჟან თუთბერიძე - სრული პროფესორი
2. გურამ ქუთელია - ასოცირებული პროფესორი
3. კარლო აქიმიძე - ასოცირებული პროფესორი
4. თამაზ ჭელიძე - ფ-მ.მ.დ. გეოფიზიკის ინსტიტუტი
5. შოთა ადამია - გეოლ.-მინერ. მ.დ. გეოფიზიკის ინსტიტუტი
 

გეოგრაფიის მიმართულება

1. დავით კერესელიძე - სრული პროფესორი
2. რამინ გობეჯიშვილი - სრული პროფესორი
3. ნოდარ ელიზბარაშვილი - სრული პროფესორი
4. თენგიზ ურუშაძე - ბ.მ.დ. ლაბორატორიის გამგე
5. გივი გავარდაშვილი -  ტ.მ.დ. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი
6. ნანა ბოლაშვილი - გეოგრ. დოქტ. გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი
7. თენგიზ ცინცაძე - ტ.მ.კ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი


II.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

   

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 111

თსუ აკადემიური საბჭოს №92 დადგენილების - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” - მე–7 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ.

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 


1. შეჩერდეს თსუ აკადემიური საბჭოს №92 დადგენილების- ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მე–7 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მე–6 და ზედა სემესტრის სტუდენტებზე 2008–2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე.


2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე


   

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 110

სამაგისტრო პროგრამის – „მედია და ახალი ტექნოლოგიები“ დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად:

 

1.დამტკიცდეს სამაგისტრო პროგრამა – მედია და ახალი ტექნოლოგიები (ხელმძღვანელი – თსუ ასოცირებული პროფესორი დალი ოსეფაშვილი, კოორდინატორი – თსუ ასისტენტ–პროფესორი დავით პაიჭაძე) .


2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე

 

  • დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

   

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 109

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს “იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ” 2007 წლის  28 დეკემბრის №70 დადგენილებაში ტექნიკური უზუსტობების გასწორების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ტექნიკური უზუსტობების გასწორების მიზნით ”იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ” 2007 წლის 28 დეკემბრის №70 ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ასისტენტ პროფესორების კონკურსის წესით არჩევის ვადა განისაზღვროს 2010 წლის 20 თებერვლამდე”.

 

  • დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

   

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 108

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში არჩევითი საგნების რაოდენობასთან დაკავშირებით

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

1. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაში (პროგრამის მოდულში) წარმოდგენილი არჩევითი დისციპლინების კრედიტების რაოდენობა არ უნდა იყოს სტუდენტის მიერ ასარჩევი საგნების კრედიტების რაოდენობაზე 1,5-ჯერ მეტი.

 

2. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევითი საგნები შემოთავაზებულია სხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებიდან.     


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 107

2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამებისა და 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ვადებთან დაკავშირებით

1. 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამები წარმოდგენილი იქნას ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არაუგვიანეს 15 სექტემბრისა. 

 

2. 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამები წარმოდგენილი იქნას ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა. 

 

3. 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამები წარმოდგენილი იქნას ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 106

“უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 28 აპრილის N20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

1. შევიდეს ცვლილება “უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 28 აპრილის N20 დადგენილების მე–20 მუხლის მე–3 პუნქტში და დოქტორანტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომის საერთაშორისო რეცენზირებისათვის დადგენილი სამთვიანი ვადა შეიცვალოს ოთხი თვით.

 

1. დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს დადგენილების შესრულების უზრუნველყოფა
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 105

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები უცხო ენის (გერმანული, ინგლისური, ფრანგული)  გამოცდის დონის განსაზღვრის შესახებ.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხი გამოცდა უცხო ენაში (გერმანული, ინგლისური, ფრანგული)  ჩატარდეს A2 დონის მოთხოვნის შესაბამისად.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა კრების შუამდგომლობა

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 104

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აიდაჰოს (აშშ) უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,


1.    მოწონებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ აიდაჰოს უნივერსიტეტის წინადადება ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ.


2.    ინსტიტუტის დებულება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 103

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,  დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქცია (დანართი N1).


2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე
 

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 102

თსუ აკადემიური საბჭოს N92 დადგენილებით დამტკიდებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

შევიდეს ცვლილება თსუ აკადემიური საბჭოს #92 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცეისის მარეგულირებელ წესებში”


1.  მე-2 პუნქტის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება, სწავლის მეორე წლიდან, აქვს სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უსდ), ან იმ არააკრედიტებულ უსდ-ში, რომლის საგანმანათლებლო პროგრამა კანონმდებლობით დადგენილი წესით ითვლებოდა აკრედიტებულად; აგრეთვე კონფლიქტის ზონაში არსებულ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა – გარდა აჟარის მუნიციპალიტეტისა,  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული – გარდა ქურთის, ერედვის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტისა – აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე) უსდ-ს სტუდენტს; ან იმ უცხო ქვეყნის უსდ-ისას, რომლის პროგრამა და შედეგები აღიარებული იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ”.

 

2. მე-2 პუნქტის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"სხვა უსდ-დან გადმოყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების დაწყებამდე, თსუ-ს მიერ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირებულ  და გამოქვეყნებულ ვაკანტურ ადგილებზე”.

 

3. რეგულაციების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტს, უნივერსიტეტიდან გარიცხვის/ამორიცხვის შემთხვევაში სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე (არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში), გადაყვანის წესით სტუდენტის  ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად;
2. "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე    თსუ-ში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელნიც უნივერსიტეტში მოქმედი წესის თანახმად, ამოირიცხნენ თსუ-დან პირადი განცხადების საფუძველზე, ფინანსური დავალიანების გამო, უცხოეთში გამგზავრების მოტივით, აგრეთვე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზეზით, სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეთ გადაყვანის წესით სტუდენტის  ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად;
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტის აღდგენის შემთხვევაში, სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი აგრეთვე განისაზღვრება გადაყვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, ფაკულტეტის მიერ  ამორიცხვამდე ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე.


4. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 101

დაწყებითი განათლების შესახებ საბაკალავრო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების თანახმად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების  საბაკალავრო პროგრამა (დანართი N1).


2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე.


საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 100

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები უცხო ენის გამოცდის დონის განსაზღვრის შესახებ

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხი გამოცდა უცხო ენაში ჩატარდეს A2 დონის მოთხოვნის შესაბამისად.

 


საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების პროფესორთა შუამდგომლობა

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 99

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 9 ივლისის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. შევიდეს ცვლილება 2007 წლის 9 ივლისის №34 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ერთიანი წესების” პირველი თავის მეორე პარაგრაფის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“1. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს თსუ საგამოცდო ცენტრი.

1. თსუ საგამოცდო ცენტრი შედგება თსუ სასწავლო დეპარტამენტისა და ფაკულტეტების თანამშრომლებისაგან.
2. თსუ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს ნიშნავს თსუ რექტორი ბრძანებით.
თსუ საგამოცდო ცენტრის შემადგენლობას ამტკიცებს თსუ რექტორი ბრძანებით.”


2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 98