Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიებში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.
Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს, რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.
Nexia Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა, Nexia Georgia-ს სერვისების გაცნობა და შეთავაზება;
• ბაზების მართვა და განახლება;
• მეილების მართვა;
• შეხვედრების ორგანიზება.
მოთხოვნები:
• კომუნიკაციის კარგი უნარი;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი.
➢ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი, უნივერსიტეტთან შეთავსებით
➢ სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, King David.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟიორი კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში". გისურვებთ წარმატებებს!