მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე
სამუშაო ლოკაცია: თბილისი ან ქუთაისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული
პოზიციის შესახებ:
საოპერაციო რისკების უფროსი ანალიტიკოსის პოზიციის მიზანია საოპერაციო რისკების მართვის და შემცირების მიზნით საოპერაციო რისკების იდენტიფიცირებაში, ანალიზში, სხვადასხვა რეკომენდაციების შემუშავებაში ჩართულობა, საოპერაციო რისკების თავიდან ასარიდებლად და თანამშრომლების ცნობიერების ასამაღლებლად სხვადასხვა სახის ტრენინგებისა ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
ჩვენ გთავაზობთ:
პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
ახალი პროდუქტის /პროცესის/ ინსტრუმენტის დანერგვის პროცესში შესაბამისი რისკების ანალიზის გაკეთება, შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და მათი მიტიგაციის თუ მართვის მექანიზმებზე რეკომენდაციების მომზადება;
არსებული პროცესების ინდივიდუალური შეფასებების გაკეთება, პროცესებში არსებული ყველა შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და მათი მიტიგაციის თუ მართვის მექანიზმებზე რეკომენდაციების მომზადება;
საოპერაციო რისკის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი აქტივობების ხელშეწყობა, მათ შორის სემინარების/ტრენიგების ჩატარება;
აუთსორსული მომსახურების რისკების ანალიზი და შეფასება და მართვა;
KRI- პროცესის მართვა;
რისკების რეესტრისა და ინციდენტების ბაზის (RED) აღრიცხვა და წარმოება;
საოპერაციო რისკების ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება და რეპორტის მომზადება;
შესაძლო თაღლითური ქმედებების მოკვლევა და საბოლოო დასკვნისა თუ რეკომენდაციების შემუშავება;
კომპანიის ბიზნესს პროცესების შემუშავებაში და განახლებაში მონაწილეობა;
პროგრამული უფლებების მატრიცის შემუაშვებაში მონაწილეობის მიღება;
BCP-ტესტირებაში მონაწილების მიღება;
ორგანიზაციის თანმშრომელთა მხარდაჭერა საოპერაციო რისკების საკითხების კუთხით და შესაბამისი კონსულტირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
საოპერაციო რისკების მართვის, კონტროლინგის ან აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
კანონებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
სავალდებულოა ინგლისურად დოკუმენტაციის წერისა და შემუშავების გამოცდილება;
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excell, MVisio);
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
>> სარეგისტრაციო ბმული <<