Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„საფინანსო სერვისები“-ს სტუდენტები პრაქტიკის ობიექტზე

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისი) სტუდნტები შპს „მეგას“ ბაზაზე პრაქიკულ სწავლას გადიან. ცენტრი 2020 წლიდან თანამშრომლობს „მეგასთან“ და სტუდენტებს პრაქტიკული უნარების ათვისებაში ეხმარება.

 

„საფინანსო სერვისები“ რადგან პროფესიული პროგრამაა, ჩვენი მთავარი ინტერესია პრაქტიკული გამოცდილება მივცეთ სტუდენტებს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს როგორც თეორიული კუთხით აუდიტორიებში, ასევე რეალურ პრაქტიკულ გარემოში, საწარმოო პრაქტიკის ფორმით თვითონ პრაქტიკის ობიექტებზე. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები გახლავთ სავაჭრო დაწესებულება შპს „მეგა“ და  საფინანსო საკრედიტო დაწესებულება სს კრედო ბანკი,“-აღნიშნა პროფესიული პროგრამის „საფინანსო სერვისები“ ხელმძღვანელმა ხათუნა ტყეშელაშვილმა.

 

სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება დასაქმების აუცილებელ წინაპირობად მიაჩნიათ. „ჩვენ პრაქტიკებს გავდივართ შპს „მეგაში“, ამავდროულად „კრედო ბანკში“.  თეორიულ მასალებთან ერთად, პრაქტიკაც ძალიან გვეხმარება განვითარებაში. მე პირადად ძალიან დამეხმარა ეს გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ, უკვე მაქვს შეთავაზება და კრედო ბანკში ვიწყებ მუშაობას,“- განაცხადა პროფესიულმა სტუდენტმა მარიამ ასათიანმა.

 

კვალიფიციური კადრებით დაინტერესებული არიან დამსაქმებლებიც. შპს „მეგას“ ხელმძღვანელის ინგა სოფრომაძის თქმით, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემა და ამ კუთხით თანამშრომლობა, ყველა დამსაქმებლის ინტერესშია. ამიტომ თსუ პროფესიული განათლების ცენტრთან თანამშრომლობა წლებია წარმატებით ხორციელდება. „ეს ჩვენს ინტერესშიცაა, რადგან რაც უფრო კარგი კონსულტანტები, მოლარე-ოპერატორები გვეყოლება, ჩვენთვისაც უკეთესია და მომხმარებლებისთვისაც. სტუდენტებს ვასწავლით რა შედის მათ ფუნქციებში, როგორ უნდა მოემსახურონ მომხმარებელს. აქ ეცნობიან „აპექსის“ მომსახურების პროგრამას, ასევე ბუღალტერიის მოკლე მონახაზსაც.“-დასძინა ინგა სოფრომაძემ.

თარიღი: 23/08/2023