Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული პრაქტიკა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში

 

თსუ პროფესიული სტუდენტები ი.ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას ხშირად სტუმრობენ. ეს არის პრაქტიკის ერთ-ერთი ობიექტი, სადაც თეორიულ სწავლასთან ერთად საბიბლიოთეკო საქმის პრაქტიკულ მხარეს ეცნობიან. როგორც საბიბლიოთეკო საქმის პროფესიული პროგრამის (ქუთაისი) ხელმძღვანელმა ეკატერინე ბარაბაძემ აღნიშნა, ბიბლიოთეკარის პროფესიისთვის პრაქტიკულ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თითოეულ სტუდენტს მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს პროფესიული უნარების ასათვისებლად. „ბიბლიოთეკაში პროდუქტიულია ის თანამშრომელი რომელიც სწვლისას თეორიასთან ერთად პრქტიკულ ნაწილსაც გადის. ამიტომ, როცა ისინი დასაქმდებიან სხვადასხვა უწყების ბიბლიოთეკებში, პრაქტიკული განათლება მათ კარგ საშუალებას აძლევს დაიმკვიდრონ თავი საბიბლიოთეკო სფეროში,“-განაცხადა ეკატერინე ბარაბაძემ.

 

საბიბლიოთეკო საქმის პროფესიულ პროგრამა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი მასწავლებლებით, რაც პროგრამის მაღალ ხარისხს განაპირობებს. ი.ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის რესტავრატორის, პროფესიული მასწავლებელის ირმა ბენიძის თქმით, სტუდენტებს ყოველდღიურ რეჟიმში სტუმრობენ პრაქტიკის ობიექტებს და ეცნობიან პროფესიულ უნარებს. „ჩვენი სტუდენტები ყოველდღიურ რეჟიმში დაგვყავს საჯარო ბიბლიოთეკაში, რადგან ის არის ჩვენი პრაქტიკის ობიექტი. ისინი შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეჯერებით დადგნენ მაღალკვალიფიციური ბიბლიოთეკარები,“-აღნიშნა მან.

 

პროფესიული სტუდენტის ჯუნა კეპულაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პროგრამა ბიბლიოთეკარის პროფესიას უფრო მოთხოვნადს ხდის საზოგადოებაში. „პრაქტიკული ნაწილი გვეხმარება მიღებული ცოდნა გავაღრმავოთ და განვამტკიცოთ. მე პირადად დასაქმებული ვარ სკოლის ბიბლიოთეკაში, სადაც ძალიან გამომადგა ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც პროგრამაზე სწავლის პერიოდში შევიძინე“,-განაცხადა ჯუნა კეპულაძემ.

თარიღი: 01/09/2023