Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1971

ჯაბა სამუშია დაიბადა 1971 წლის 15 აგვისტოს.  1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ისტორიის ფაკულტეტი.  2000 წელს - edwards lenguage school.

2006-2011 წლებში იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი. 2011-2012 წლებში - ასოცირებული პროფესორი.  2012 წლიდან დღემდე არის სრული პროფესორი. 2010-2014 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2014-2017 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების" სამეცნიერო ხელმძღვანელი, 2018 წლიდან ამავე  ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2020 წლის 11 აგვისტოდან  კი - ფონდის დირექტორად.

ჯაბა სამუშია არის  ქალაქ ტორუნის (პოლონეთი) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ჟურნალის, "studia orientalne" სამეცნიერო საბჭოს წევრი; ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს – საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი;  ავტორია 250-ზე მეტი ნაშრომისა. მონაწილეობდა   სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაში  და არის არაერთი სალექციო კურსის ავტორი; 

მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი გამოცემების მომზადებაში, როგორიცაა: "ქართული დიპლომატიური ლექსიკონი", "ივანე ჯავახიშვილი- ენციკლოპედიური ლექსიკონი", "ქართული საისტორიო ენციკლოპედიური ლექსიკონი", "православная энциклопедия" და სხვა; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე მასშტაბური პროექტი: ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა ხუთტომეულისა და "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 30 ტომეულის გამოცემა; 2022 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 02/11/2022
კატეგორია: ისტორიკოსი