eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აქტივების მონიტორინგის  მიმართულებით (კორპორაციული რისკების დეპარტამენტში).

 

მდებარეობა: მცხეთა / თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:

·       გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;

·       პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

·       თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.

 

სტაჟირების მანძილზე, სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება გამოცდილება მიიღოს შემდეგი მიმართულებით:

·       მოძრავი ქონების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა;

·       აქტივების ადგილზე დათვალიერება, ვიზუალური დოკუმენტირება (ფოტო/ვიდეო მასალა) და მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა;

·       მონაცემთა ბაზებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის შექმნა, განახლება და ადმინისტრირება;

·       მოძრავი ქონების ბაზრის კვლევასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;

·       რეპორტების მომზადება და წარდგენა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

·       სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;

·       სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;

·       Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

 

დამატებითი უნარ-ჩვევები:

·       ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·       დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·       გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული