1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6).
2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად.
3. შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა