სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას აქტივების შემფასებლის პოზიციაზე (აქტივების მართვის განყოფილებაში).
მდებარეობა: თბილისი; ჭავჭავაძის 76 მ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
· მოძრავი ქონების შეფასება (მათ შორის ავტომობილები), საბაზრო და სალიკვიდაციო ღირებულების განსაზღვრა;
· აქტივების შეფასება მონიტორინგის დასკვნისა და ფოტოსურათების საფუძველზე;
· ბაზებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების შექმნა;
· მოძრავი ქონების ბაზრის ანალიზი სექტორულ ჭრილში;
· ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება;
· აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მოძრავი ქონების შეფასების მიმართულებით;
· აუცილებელია მოძრავი ქონების შემფასებლის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
· ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
· Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:
· ეფექტური კომუნიკაცია;
· სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· დროის ეფექტურად მართვა;
· გუნდური მუშაობა.
>> სარეგისტრაციო ბმული <<