Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 09/12/2025 - 23/12/2025

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე სამართალწარმოებისა და პრობლემური აქტივების მიმართულებით.

 

 

მდებარეობა: თბილისი; ა.ყაზბეგის გამზირი 12ა

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

·       ჯანმრთელობის დაზღვევას;

·       დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;

·       თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

·       დეპარტამენტში შემავალი მიმართულებების მხარდაჭერა, დოკუმენტალური ნაწილის ორგანიზება და მართვა;

·       კომპანიის შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა, მოთხოვნის შესაბამისად საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა, სისტემატიზაცია;

·       ფოსტასა და სს „თიბისი ლიზინგის“ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა;

·       ლიზინგის მენეჯერის მოთხოვნის შესაბამისად, მომხმარებლისთვის გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;

·       საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის კრედიტ ინფოს წარმოება;

·       ლიზინგის მენეჯერის მიერ და/ან info-ზე შემოსული მოთხოვნის შესაბამისად, მომხმარებლისთვის ამონაწერისა თუ საჭირო კორესპონდენციების გაგზავნა;

·       სოფლის განვითარების სააგენტოსა (RDA) და „აწარმოე საქართველო“-სთან კომუნიკაცია- - კოორდინაცია, კორესპონდენციების მართვა;

·       ადმინისტრაციულ ჯარიმებთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება და მართვა;

·       მომხმარებლისთვის წერილების და ცნობების მომზადება/გაცემა;

·       მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად დოკუმენტაციის გაგზავნა (გრაფიკები და ხელშეკრულებები);

·       პროცესების მართვა და გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

·       უმაღლესი განათლება იურიდიული, ბიზნესის, ეკონომიკის და/ან ფინანსების მიმართულებით;

·       სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;

·       სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

·       Microsoft Office-ის ფლობა საბაზისო დონეზე (Excel, Word).

 

პიროვნული თვისებები:

 

·       ანალიტიკური უნარ-ჩვევები;

·       დეტალებზე ორიენტირებულობა;

·       გუნდურობა;

·       პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·       ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·       გუნდურობა.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<