10 დეკემბერს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე თსუს პირველ კორპუსის #115 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან ბიუროს საქმიანობას და ასევე შემდეგ მიმართულებებს:
- ბიოლოგიური
- კრიმინალისტიკური
- საინჟინრო
- საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების
- ფსიქიატრიული
- ნარკოლოგიური
- ქიმიური
ამასთან ერთად სამედიცინო ლაბორატორიების სპეციფიკასა და დასაქმების შესაძლებლობებზე მიიღებენ ინფორმაციას.
შეხვედრა საინტერესო იქნება ზემოთ აღნიშნული მიმართულებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის, კურსდამთავრებულებისათვის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
>> სარეგისტრაციო ბმული <<